GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უფასო ტრენინგები საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში 20 000 ადამიანს ჩაუტარდება
18:38 15.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები. პროგრამის მონაწილეები ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადამზადდებიან. პროექტი ახალ გზებს უხსნის 25 წლის და ზევით ადამიანებს - გაიღრმავონ ცოდნა და მოემზადონ მომავალი დასაქმებისთვის.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე რუსთავის გადამზადების ცენტრს ეწვია და მსმენელებს შეხვდა. ტრენინგები 15 სექტემბერს დაიწყო და 15 ნოემბერს დასრულდება.

პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნა: რუსთავი, თელავი, გურჯაანი, გორი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ზესტაფონი, ჭიათურა, ქუთაისი, სამტრედია, ტყიბული, ონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, მესტია.

ტრენინგები მონაწილეებს დაეხმარება აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები; როგორ დაგეგმონ კარიერა; როგორ სრულყონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ დამსაქმებლის წინაშე წარსადგენად სჭირდებათ. ტრენინგები მიზნის მიღწევაში იმ ადამიანებსაც დაეხმარება, ვისაც სურთ წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, ისინი შეძლებენ შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, აირჩიონ ბიზნესის სახეობა, შეადგინონ ბიზნეს გეგმა, გაიზიარონ მცირე ბიზნესის მართვის პრინციპები, ისწავლონ ფინანსების მოძიების ხერხები, შექმნან საკუთარი სამეწარმეო ორგანიზაცია და უხელმძღვანელონ საქმიანობას.

განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონების გაძლიერებას. შეიქმნება კონკურენტული სამუშაო ძალა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის მდგრადობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღნიშნული სამუშაო ძალა გახდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მდგრადობის გარანტია რეგიონის სტრუქტურებისთვის.

internet.ge
მერაბიშვილს ქონება დაუყადაღეს
ვანო მერაბიშვილი შიმშილობს
4 ტყუილი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით
რა აღმოაჩინა შს-მ სამეგრელოში?
"შე ხაჩიკიანო! შე სომეხო! შე ბლანჟიანო...!"
გიორგი ჭანტურია: დღესაც 7 ნოემბერია, ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელში
ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია
მომხმარებელთა თხოვნით - განმეორებითი გრანდიოზული ფასდაკლების აქცია „არაი თუმოროუში“ !
ბოროტმოქმედებმა 2 თვის ბავშვის გატაცება სცადეს
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ბიუჯეტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა აქვს.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს პრა­ი­მე­რის გზით აირ­ჩევს
„ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გ­მა­ში უსაზ­ღ­ვ­რო ფან­ტა­ზია აქვს“
„სა­მა­ლა­ვე­ბის სკან­და­ლიც თა­ლი­ბე­ბის თე­მის გა­და­ფარ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა“
ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­იწ­ყო
ყველა სიახლე
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული1
კანონიერი ქურდის წიგნაკში ბიძინა ივანიშვილის ტელეფონის ნომერი აღმოაჩინეს2
მიხეილ სააკაშვილი: კანონიერმა ქურდებმა საქართველოს საზღვარი არ უნდა გადმოკვეთონ (VIDEO)3
მომხმარებელთა თხოვნით - განმეორებითი გრანდიოზული ფასდაკლების აქცია „არაი თუმოროუში“ !4
"შე ხაჩიკიანო! შე სომეხო! შე ბლანჟიანო...!"5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X