GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯონ მაკკეინი: სმოლენსკის ტრაგედიის მიზეზებს აშშ დაადგენს
14:22 21.05.2012
დღის სიახლეები

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარ ტერაქტს აშშ გამოიძიებს.

საუბარია პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინკის თვითმფრინავის კატასტროფაზე, რომლის დროსაც პოლონეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები და თავად პრეზიდენტი კაჩინსკი მეუღლითურთ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Dziennik ავრცელებს.

„ეს დიდი ტრაგედიაა, რომელსაც აშშ-შიც განიცდიან. კატასტროფის მიზეზების გარკვევის  საკითხს ამერიკელები მალე წამოწევენ“ - უთხრა მაკკეინმა პოლონეთის სეიმის დეპუტატებს პარტია „კანონი და სამართლიანობა“-დან ანა ფოგოტასა და ანტონი მაცარევიჩს, რომლებმაც თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ აშშ-ის ‘’რესპუბლიკურ პარტიასთან" მათი საპარლამენტო ჯგუფიც იმუშავებს.

ფოგოტა და მაცარევიჩი ადრეც იმყოფებოდნენ აშშ-ში, რათა ამერიკელებისთვის სმოლენსკის ტრაგედიის მიზეზები განემარტათ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მოსკოვის მიერ მოწყობილი ტერაქტი იყო.

პოლონელმა პარლამენტარებმა, ასევე გადასცეს მაკკეინს ლეხ კაჩინსკის ძმისა და პარტია „კანონი და თავისუფლების“ ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის წერილი, რომელშიც აშშ-ის ‘’რესპუბლიკურ პარტიასთან" თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეა საუბარი.

ანტონ მაცერევიჩის თქმით, მაკკეინთან შეხვედრისას, ევროპის სტაბილურობაში ლეხ კაჩინსკის წვლილზეც ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში, როცა პოლონეთის აწ უკვე გარდაცვლილმა პრეზიდენტმა „წვლილი შეიტანა რუსეთის აგრესიისგან საქართველოს დაცვაში“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ზურაბ აბაშიძე: გრიგორი კარასინთან როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობა მაკავშირებს1
„ფსბ“: ევროკავშირის ტყეებს „ალ-ქაედა“ წვავს2
გიორგი ბარამიძე გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა3
ევროკავშირის ქვეყნები იმსჯელებენ - გამოუცხადონ თუ არა ბოიკოტი უკრაინას4
სოციალური მომსახურები სააგენტოს განცხადება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X