„მე-9 არხი“ მაუწყებლობას თბილისის მასშტაბით განახორციელებს. აღნიშნული
ინფორმაცია სოციალურ ქსელ facebook- ში განთავსდა.
„მე-9 არხის“ მაუწყებლობის მიღება თბილისის მოსახლეობას უკვე
შეუძლია ჩვეულებრივი სატელევიზიო ანტენის მეშვეობით“,- წერს იუზერი, რომელიც
სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სახელითაა დარეგისტრირებული.
იგივე განცხადების თანახმად, სხვა ტელევიზიებთან ერთად, კომპანია
„სტერეო პლიუსმა“ კონტრაქტის საფუძველზე „მე-9 არხის“ სიგნალის გავრცელება
დაიწყო.
„ინტერნეტ.ჯი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად "მე-9 არხის" გენერალურ
დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა კახა ბექაურმა სააგენტოსთან აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.
"სტერეო პლიუსის" ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ხვითარიშვილმა, "ინტერნეტ.ჯი"-სთან აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ სიგნალის გავრცელება გუშინ საღამოდან დაიწყო. რაც შეეხება დეტალებს, ხვითარიძის თქმით, ამაზე "მე-9 არხმა" უნდა ისაუბროს.
Internet.ge