GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნიკოლაიშვილი ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა
16:28 15.06.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის გასაცნობად და მონიტორინგის პირველი ეტაპის ჩასატარებლად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრმა ევროპელ სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.

ვიზიტის შემდეგ კონგრესის დელეგაცია მოამზადებს მონიტორინგის ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც ევროსაბჭოს კონგერსის პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მონიტორინგი ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანაში ტარდება.

საქართველომ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირება 2004 წელს მოახდინა, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ხორციელდება და ქვეყნის მმართველობის სისტემის დემოკრატიზაციისაკენ არის მიმართული.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა1
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა2
მიწისძვრა დმანისში3
ეკლესია ძალადობის ფაქტებს აღიარებს4
ვანო მერაბიშვილმა ამბროლაურში ხილის საშრობი საწარმო „Geo Flower“ დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X