რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზა თავისუფალია. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მაგისტრალი სრული დატვირთვით მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რიკოთის უღელტეხილთან უბედური შემთხვევის
შედეგად ხანძარი გაჩნდა.
თხევადი აირის გადამზიდი მანქანა, რომელიც სავარაუდოდ ირანულ
კომპანიას ეკუთვნოდა, რიკოთის უღელტეხილთან გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა,
აფეთქებას ავტომანქანის მძღოლი შეეწირა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო საავტომობილო
მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეფერხდა.
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა
მუშაობდა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
Internet.ge