GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"რეალ TV" "ინტერნეტ.ჯი"-ს სასამართლოში უჩივის
18:19 09.04.2012
დღის სიახლეები

ტელეკომპანია "რეალ TV", მიმდინარე წლის 6 აპრილს, "ინტერენტ.ჯი"-ზე გამოქვეყნებული მასალის გამო, საინფორმაციო სააგენტოს სასამართლოში უჩივის.

განცხადება ამის შესახებ ტელევიზიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 6 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო "ინტერნეტ.ჯი"-მ  http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=817  გამოაქვეყნა მასალა სათაურით - "ივანიშვილის ახალ ტელევიზიაში შსს-მ "რეალ TV"-ის კადრები ჩანერგა?!". სტატიაში  საუბარი იყო იმაზე, თითქოსდა "რეალ TV "-ის ხელმძღვანელობამ "მე-9 არხში" აგენტებად საკუთარი კადრები გაუშვა და მათ ამაში ხელფასსაც კი უხდის, რაც რეალობას მოკლებულია.

ჟურნალისტები და ტექნიკური თანამშრომლები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან სტატიაში, "მე-9 არხზე" საკუთარი სურვილით გადავიდნენ და ტელევიზიის მხიდან მათ "დავერბოვკებას" (როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს მასალაშია ნათქვამი) ადგილი არ ჰქონია.

გამოცემამ ცილისმწამებლური ინფორმაციები გამოაქვეყნა ჩვენი მისამართით, რაც მიგვაჩნია, რომ მიზნად ისახავდა "რეალ TV"-ის დისკრედიტაციას.

შესაბამისად, "რეალ TV", პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს.

ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო  ნათელს მოჰფენს რეალობას. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება გარკვეული წრეების ინტერესში იყო და მიზნად ისახავდა ტელევიზიის დისკრედიტაციას."

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მასალაში საუბარი იყო "რეალ TV"-იდან თანამშრომლების "მე-9 არხში" შეგზავნაზე. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ამ ტელევიზიიდან ჟურნალისტებისა და ტექნიკური თანამშრომლების დიდი ნაკადი გადავიდა ივანიშვილის ტელევიზიაში, რაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ტელევიზიის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მასალის მომზადებისას, "ინტერნეტ.ჯი" დაუკავშირდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელსაც, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

თუ დავა სასამართლოში გაგრძელდება, "ინტერნეტ.ჯი"-ს წყარო მზადაა საჯაროდ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც მასალაშია ასახული.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს1
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს2
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე3
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო4
თბილისში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X