GE / EN
საინფორმაციო პორტალი
რეგიონი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აფხაზეთი ივანიშვილისგან სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას ელოდება
19:41 03.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოში ოპოზიციური ძალების გამარჯვება არ ნიშნავს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. ასეთი განცხადება გააკეთა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ემა გამისონიამ, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ „აფხაზებსა და ოსებს რამენაირად უნდა მივეფეროთ, მეტი სითბო და სიყვარული დავანახოთ - წერს სააგენტო „რეგნუმი“.

„ასეთ პოლიტიკურ ხელოვნებას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე მიეჩვია. იგივეს ლაპარაკობდნენ და აკეთებდნენ, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი იყო. თავიდან ჩვენს მიმართ სიძულვილი იყო, ახლა კი თამაში - სიყვარულით. მთავარია არა სიტყვები, არამედ მოქმედება, პოლიტიკური ნაბიჯები. თუ ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ საქართველოსთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკების წარმოება შესაძლებელი იქნება, და მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ ცვლილებებზე,“ - განაცხადა გამისონიამ.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ცვლილებების მოლოდინი არც აფხაზ მეცნიერს ირინა აგრბას აქვს. ისიც, ურთიერთობის საწყისად სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას მიიჩნევს.

„დრო გვიჩვენებს, წავა თუ არა ახალი ხლისუფლება ამაზე“ - განაცხადა მან.

აგრბა ამბობს, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის განსხვავებას ვერ ხედავს და დასძენს, რომ  „ნებისმიერი ცვლილება, რომელიც საქართველოში ხდება, დასავლური პროექტის შემადგენელი ნაწილია“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახა კუკავა ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო დებატებს სთავაზობს1
ზაქარია ქუცნაშვილი: პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით2
შს სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში ვიზიტის კადრებს ავრცელებს (VIDEO)3
ბიძინა ივანიშვილი: პრივილეგიებით ვერავინ ისარგებლებს4
„საქჰიდრომშენის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X