GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კუბლაშვილი: ახალაიას დაკავება ივანიშვილისა და ალასანიას დავალებით შესრულებული ანგარიშწორება
12:47 07.11.2012
დღის სიახლეები

უმცირესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

კუბლაშვილის შეფასებით, თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გენერალური შტაბის მოქმედი უფროსისა და ბრიგადის მოქმედი უფროსის დაკავების საქმეს, სამართლებრივი ნაწილი  რეალურად არ გააჩნია.

“ახალაიას დააბრალეს ყველაფერი, რაც თეორიულად შეიძლება დააბრალო ადამიანს, მაგრამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და თქვა, რომ მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს, ერთი დღის განმავლობაში დაიწყეს მოკვლევა და დააკავეს არც მეტი, არც ნაკლები სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით. ეს უკვე სასაცილო არ არის? ეს არის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური დევნა”,- განაცხადა დეპუტატმა.

კუბლაშვილის თქმით, სასაცილო ფაქტია, როდესაც თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსს და ბრიგადის ხელმძღვანელს სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით აკავებენ.

“ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ალასანიას დავალებით შესრულებული კონკრეტული ანგარიშწორება. როგორც ჩანს, ალასანიამ ვერ გადაიტანა, რომ გენერალური შტაბის უფროსი მის მიერ არ არის დანიშნული. მე მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვერც მომავალში დანიშნავს გენერალური შტაბის უფროსს”,- განაცხადა კუბლაშვილმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სანიკიძის 11 მოხსნა “სან ანტონიოსთან”1
უკურნებელი სენით დაავადებული 15 წლის მოზარდი ასაკოვანი ქალივით გამოიყურება2
არქეოლოგებმა ქარელში ყორღანები აღმოაჩინეს3
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი „მიხეილ კალატოზოვი" გამოიცა4
რიყეზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X