სტამბოლში,
თურქეთისა
და სერბეთის პრეზიდენტების თანათავმჯდომარეობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამიტი
გაიმართა. საქართველოს
დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს
დელეგაციის
ხელმძღვანელმა
სიტყვით მიმართა აუდიტორიას. მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ხელს უშლის რეგიონში არსებული კონფლიქტები და აღნიშნა, რომ BSEC-ი უნდა პასუხობდეს რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას და გამოწვევებს.
სამიტის
მონაწილეებმა
მიიღეს სამიტის დეკლარაცია.
საქართველოს
პრეზიდენტმა
ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები მოლდოვას პრეზიდენტთან, ნატონ ნიკოლაე ტიმოვტისთან და უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერ-მინისტრთან, ვალერი ხოროშკოვსკისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა BSEC-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) საგანგებო სხდომა, რომელსაც 25 ივნისს, წინ უსწრებდა BSEC-ის უფროსი თანამდებობის პირთა (CSO) კომიტეტის შეხვედრა. ქართულ მხარეს წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. სხდომაზე ხაზი გაესვა 20 წლის მანძილზე ორგანიზაციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
internet.ge