კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას რუსეთის ინტერესების დაცვას აბრალებენ, რაც მისი თქმით ტყუილია.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს, ბათუმში გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოში ისინი საბჭოეთის ეპოქას დაასრულებენ.
“მაბრალებენ, რომ რუსეთის შემოყვანა მინდა, მაგრამ თავად მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა რუსეთის ჯარები. ჩვენ საბჭოეთის ეპოქას დავასრულებთ. საქართველოში პატიოსნების დრო მოდის. ქვეყანას ბევრი რამ სჭირდება, თუმცა არა იმდენი, რომ ეს ვერ გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყანა სადაცაა თავზე დაგვექცევა, განსაკუთრებით კი, ეს საფრთხე აჭარაში იგრძნობა”,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge