ტელეარხმა „tv100“ დიმიტრი
მედვედევის ცხინვლაში ვიზიტზე მომზადებულ რეპორტაჟში, რუსეთის დახმარებით
ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ აღდგენით სამუშაოებზე საუბრისას, ქართული
მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაღებული კადრები უჩვენა, სადაც
თვალნათლივ ჩანს კიდეც ქართული წარწერები ქუჩაში.
წამყვანის ტექსტზე, რომ
რუსეთი აქტიურად დაკავდა რესპუბლიკის დახმარებით და რომ ცხინვალი უკვე სრულიად
აღდგენილია, მაგალითად, კადრში ჩანს წარწერა „ხორცი“, „ხორცის სახლი“, ხოლო
ტექსტს, რომ უსახლკაროდ დატოვებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის
საკითხი ნელ-ნელა გვარდება, წეროვანის ლტოლვილტა კომპაქტური ჩასახლების კადრები
გასდევს.
იხ. ბმული
Internet.ge