GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (27 აგვისტო-2 სექტემბერი)
23:34 01.09.2012
დღის სიახლეები

ვერძი: რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩენისას შესძლებთ სირთულეების დაძლევასა და გამარჯვებასაც კი მოიპოვებთ, თუ შეძლებთ უარის თქმას რისკსა და გადაჭარბებულ სითამამეზე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალი ინფორმაციის გამოყენებისას, რათა არავინ მოგატყუოთ და არ დაკარგოთ შემოსავალი. არ დაარღვიოთ კანონი და ეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ აპრობირებული მეთოდები და ხერხები. მოერიდეთ ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობების განხილვას. უარი თქვით მოგზაურობებზე და სიფთხილე გამოიჩინეთ გადაადგილებებისას, რათა არ დაშავდეთ.

კურო: დაქვეითდება თქვენი ენერგეტიკა და ხშირად დაგჭირდებათ შესვენება და ძალების აღდგენა. მოგზაურობისას მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებების მიღებასა და ეჭვიანობას. ეცადეთ გაითვალისწინოთ გარშემომყოფთა აზრი და შეინარჩუნოთ არსებული საქმიანი კავშირები. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მატერიალურ პრობლემებს და თავი შეიკავეთ ახალი ნივთების შეძენისგან. საყვარელ ადამიანთან კი შესაძლოა ყველაფრის თავიდან დაწყება გახდეს საჭირო.

ტყუპები: მეტ ყურადღებას მოგთხოვთ სახლისა და ოჯახის, ნათესავებისა და ოჯახის წევრების საქმეები. შესაძლოა გაემგზავროთ ნათესავებთან, მშობლების მოსანახულებლად, სააგარაკო ნაკვეთის ან სოფლის მისახედად და დასავენებლად. თქვენს სოციალურ აქტიურობას ცოტათი დაამუხრუჭებს ძველი ვალების დაბრუნებისა და ვალდებულებების დასრულების გარემოებები. შესაძლოა გართულდეს საქმიანი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. ამ პერიოდში შორეული მოგზაურობა უცხოეთში სჯობს გადადოთ. 

კირჩხიბი: მეტად პედანტური და ყურადღებიანი იქნებით ყველა სახის წვრილმანის მიმართ, ამიტომ ამ პერიოდში ძნელი იქნება თქვენი მოტყუება. გაიზრდება თქვენი ნებისყოფა და თავდაჯერებულობა, აზარტულობა და თავნებობა, ამიტომაც გაგიადვილდებათ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორებისათვის საკუთარი მოთხოვნების წაყენება. ნათესავებსა და მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა დასჭირდება. შესაძლოა გაუარესდეს ან დასრულდეს ურთიერთობა მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებსა და უცხოელებთან ურთიერთობას.

ლომი:  შეიცვლება თქვენი შეხედულებები და მისწრაფებები. საქმე ბევრი გექნებათ როგორც სამსახურში, ასევე სახლშიც. ეცადეთ ყველა ადამიანთან შეინარჩუნოთ კეთილი განწყობა. გამოიყენეთ მიღებული პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება და თქვენ უპრობლემოდ დასძლევთ მნიშვნელოვან დავალებებსა და მოვალეობებს. შესაძლოა გაგიჩნდეთ სამსახურის შეცვლის სურვილი. მყარი ოჯახური სიტუაცია თავდაჯერებულობას შეგმატებთ, თუმცა ენერგიის ნაკლებობა არ მოგცემთ აქტიურად მუშაობის საშუალებას.

 ქალწული: გაიზრდება თქვენი აქტიურობა და ცხოვრებისეული ინტერესი. საგრძნობლად მოიმატებს შეხვედრების, გადაადგილებების, მოგზაურობების რაოდენობაც, მაგრამ დაღლას ვერ იგრძნობთ და ყველაფერს ადვილად მოასწრებთ. სერიოზულ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ჯერ ნუ მიიღებთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ეს მშვენიერი დროა დასვენებისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის.

სასწორი: თქვენი შინაგანი დიალოგის თემად იქცევა წარსულის ანალიზი და მომავალზე ოცნება. ამ პერიოდში აუცილებლად განსაზღვრეთ, თუ რა გსურთ და რისი მიღება გესაჭიროებათ. დეტალებს ნუ ჩაუღრმავდებით. ნურავის აწყენინებთ და სამართლიანად იმოქმედეთ, რათა კოლეგებისა და ხელმძღვანელების პატივისცემა მოიპოვოთ. სჯობს გადადოთ შორეული მოგზაურობები და მივლინებები. მეგობრული ურთიერთობები შეიძლება სასიყვარულოში გადაიზარდოს და დამატებითი პრობლემები შეგიქმნათ.

მორიელი: მოიმატებს სასიცოცხლო ენერგია და გაგიუმჯობესდებათ განწყობა. შემოსავლის ძირითად წყაროს სამსახური წარმოადგენს, მაგრამ საკმაოდ მწვავედ დადგება ოჯახის ბიუჯეტის საკითხი. ავანტურული გეგმების განხორციელებამ შესაძლოა სავალალო მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. ჩაფიქრებული იდეების განხორციელებაში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ, ოღონდ ამისათავის მას დაუფარავად უნდა გაუმხილოთ თქვენი ოცნებები. დასასვენებლად საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ, რათა მაქსიმალურად მშვიდად იგრძნოთ თავი.

მშვილდოსანი: გარკვეული მოვლენები არ მოგცემთ საშუალებას შეიცვალოთ სამსახური ან ხელი მიჰყოთ საყვარელ საქმეს. წარმატებას მოგიტანთ კომერცია და ახალი ხალხის გაცნობა. ამ პერიოდში დაწყებული საქმე ერთდროულად წარმატებულიც იქნება და პოპულარობასაც მოგიტანთ. კავშირების სიუხვემ და ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა შესაძლოა გადაგღალოთ და თავი სუსტად იგრძნოთ. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიის შესანარჩუნებლად ეცადეთ დაიოკოთ შეწინააღმდეგების სურვილი.

თხის რქა:  ახლობლების წრეში გაიზრდება თქვენი პოპულარობა. კარგი იქნება თუ მშობლებთან და ასაკით უფროს ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობას შეინარჩუნებთ. ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად ეცადეთ მეტად რაციონალურად ხარჯოთ ფული. მეგობრები დაგეხმარებიან უცხოელებთან კონტაქტსა და საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სახლში და ხშირად დაისვენოთ. ამ დროს დაწყებული მოგზაურობა პრობლემატური და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება.

მერწყული: დაქვეითდება თქვენი ენერგობალანსი, თუმცა დროის უმეტესი ნაწილი სჯობს სამსახურის ან პროფესიონალურ საქმეებს დაუთმოთ. ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. გაუფრთხილდით რეპუტაციას და დამოუკიდებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ. ნუ მოსთხოვთ პარტნიორებს აღებული ვალდებულებების შესრულებას. სხვისი აზრის პატივისცემა და სხვებთან საქმიანი თანამშრომლობა გასწავლით საჭიროების შემთხვევაში დათმობაზე წასვლას. ეს კარგი დროა მოკლე მოგზაურობებისა და დასვენებისთვისაც.

თევზები: გაბედულად იმოქმედეთ და ნუ მოდუნდებთ. თქვენი რესპექტაბელურობა ძალიან მომხიბვლელი იქნება გარშემომყოფთათვის. კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა განსაკუთრებით დაფასდება ხელმძღვანელი პირების მიერ და მომავალში შემოსავლის ზრდას მოემსახურება. არ აჰყვეთ ცდუნებებს, რადგან შეცდომებს ვერ ასცდებით და შესაძლოა ბევრი უსიამოვნება შეგხვდეთ. თქვენ მოგზაურობებსა და შეხვედრებს დღესასწაულის სახეს მისცემთ. კონტაქტებისა და გადაადგილებების რაოდენობა გაიზრდება.

Internet.ge

დაკითხავენ თუ არა, თეა წულუკიანს?
დღეს "სუპერსამშაბათია"- წინასაარჩევნო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის
"მუსლიმთა დისკრიმინაცია ინსპირირებულია იმ ძალების მიერ, რომლებიც გამოირჩევიან პრორუსული ორიენტაციით"
ირანში ახალ პარლამენტში ქალების რეკორდული რაოდენობა იქნება
კუბლაშვილი: ახალაიას დაკავება ივანიშვილისა და ალასანიას დავალებით შესრულებული ანგარიშწორება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია
დავით ებრალიძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბიუჯეტს ხელი კანონით დადგენილ ვადაში მოაწერა
ბოროტმოქმედებმა 2 თვის ბავშვის გატაცება სცადეს
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ბიუჯეტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა აქვს.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პირ­ვე­ლი მარ­ტის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
"კრის ბო­ტი წარ­მო­გიდ­გენთ სტინგს"- 90- იანი წლე­ბის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი თბი­ლის­ში
მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბის ბან­კი­რე­ბი თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის სა­თა­ვე­ში
და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხ­მის შე­სა­ხებ
ყველა სიახლე
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
წყნეთში მცხოვრებ დევნილებს კომუნალურ გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ1
"არჩევნის თავისუფლებისთვის" ხელისუფლებისგან სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირებას ითხოვს2
ექიმების გულგრილობის გამო, ნასვამი მამაკაცი გარდაიცვალა3
უდალცოვი: ჟურნალისტებმა მიამბეს, რომ ქართული სპეცსამსახურების მიერ კრემლზე შტურმი ფინანსდება4
მსოფლიოში ყველაზე პატარა და-ძმა გინესის წიგნში მოხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X