GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნიკოლოზ რაჭველი: „მე კი მგონია, რომ ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე...“
17:41 22.09.2012
დღის სიახლეები

„მე კი მგონია, რომ ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე...“- ამ რეპლიკით გამოეხმაურა ნიკოლოზ რაჭველი საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„facebooki”- ის საკუთარ გვერდზე მემანიშვილი წერს, რომ ქუჩაში მყისვე უნდა გასულიყო.

„ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც შესაძლოა აზრს წელიწადში ორჯერ ვეკითხები, მაგრამ ყოველთვის ვუჯერებ და ვითვალისწინებ, მითხრა, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც სულ ერთი არაა ჩემი მუსიკალური შემოქმედება, ელოდება ჩემს მოქალაქეობრივ, პოლიტიკურ ან უბრალოდ ადამიანურ გამოხმაურებას ყოველივე იმის მიმართ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება! მე კი მგონია, რომ ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე... იმის მაგივრად, რომ მყისვე ქუჩაში დავმდგარიყავი და ჩემი შინაგანი პროტესტი გამომეხატა ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი იმ ხალხისთვის, რომელთაც სირცხვილის დერეფნების გავლა უწევდათ ჩვენს მოსასმენად... როგორც ჩანს თანაბარი ვალდებულება აღმომაჩნდა საზოგადოების ორივე ნაწილის მიმართ, ვინც აპროტესტებს და აქციაზე დგას და ვინც აპროტესტებს, მაგრამ მაინც მოდის დარბაზში...

და ყოველივე ამის პარალელურად მე ძალიან განვიცდი, თუ თითოეული ასეთი საღამო უფრო და უფრო მაშორებს ჩემს ხალხს, რომლისთვისაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ, ვწერ, ვაორკესტრებ და ვასრულებ... მეც ისევე როგორც თქვენ აღშფოთებული და შეძრული ვარ მომხდარით, მეც ისევე როგორც თქვენ მინდა რომ ეს აღარასოდეს მოხდეს ჩემს ქვეყანაში და მეც ისევე როგორც თქვენ მინდა რომ ყველა დაისაჯოს, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა თავის ქვეყანას! ეს ერის მოღალატეობაა! ქვეყნის ღალატი ყველაზე დიდი დანაშაულია ოდითგან, თუმცა ყველა დროში მოიძებნებიან მსგავსნი და როგორც ჩანს ესეც ჩვენი ხვედრია სამწუხაროდ... ეს არ არის ჩემი პოლიტიკური განცხადება, მე არც ერთი პარტიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არ მინდა გამოვიყენო ჩემი სიტყვა, ვინაიდან მგონია, რომ ყველგან მოინახებიან კარგნი და ცუდნი, ჭკვიანნი და უგუნურნი, მაღალნი და მდაბალნი, მთავარია როცა ვინმე აშავებს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ის, ჩვენ არ მივცეთ გასაქანი... და მგონია რომ ახლა სწორედ ეს მოხდა... და თუ კი მე ვინმეს გულს გტკენთ ჩემი შემოქმედებითი პროცესის შეუწყვეტლობით გულწრფელად გთხოვთ მომიტევოთ, მე ძალიან ძალიან მიყვარხართ..."-წერს მემანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პატიმრების განცხადებით, წამებაში ციხის დირექტორის მძღოლიც მონაწილეობდა1
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სასკოლო სესია გაიმართა2
სოხუმის უნივერსიტეტში სიმპოზიუმი გაიმართება3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
თინა ხიდაშელი ირწმუნება, რომ ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილ გურჩიანს არ ბლოკავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X