GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი ქსნის დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
14:05 24.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ქსნის N15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტებზე. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, აცნობოს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადებში.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 21 სექტემბერს, საგანგებო მონიტორინგი განახორციელა ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ დაწესებულების ყველა ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებს. ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე დაწერეს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 526 მსჯავრდებული და რომელიც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან წარსულში მუდმივად განხორციელებულ არასათანადო, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

ახსნა-განმარტებაში ნათქვამია, რომ მათ სჯიდნენ ნებისმიერი წვრილმანისთვის, ხშირად უმიზეზოდაც. დასჯის მიზნით სამარტოო საკანში გადაყვანის წინ მსჯავრდებული მიყავდათ ადმინისტრაციის შენობაში არსებულ სავარჯიშო ოთახში, სადაც უმოწყალოდ სცემდნენ, აბამდნენ ხელბორკილებით გათბობის მილზე, ზოგჯერ იყენებდნენ ელექტროშოკს, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. დაწესებულებაში ახლად მიღებული მსჯავრდებულების საკნებში განაწილებამდე მათ ათავსებდნენ აბანოში, სადაც ისინი რამდენიმე დღეს ატარებდნენ. აქ მათ აყენებდნენ მუხლებზე, პარსავდნენ თავს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მსჯავრდებულების თქმით, აბანოდან ისინი სათითაოდ გაყავდათ ადმინისტრაციის შენობაში ან საკანში და აიძულებდნენ ხელის მოწერას თანამშრომლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ცემდნენ, ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით და ოჯახის წევრებზე ზეწოლით.

ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ქსნის N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულების ყოველდღიური ყოფაც მძიმე იყო. მათ არ აძლევდნენ ნორმალურად ჭამის საშუალებასაც კი, კერძოდ, აჩქარებდნენ და არ ამთავრებინებდნენ სადილს, სასადილოში დალაპარაკებისთვის სჯიდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრძალავდნენ ადგილიდან ადგომას და ასე ტოვებდნენ მთელი დღის განმავლობაში. ნებისმიერ ამინდში ყოველდღიური შემოწმების ჩატარებისას მსჯავრდებულებს აიძულებდნენ, საათობით მდგარიყვნენ ეზოში ღია ცის ქვეშ, ხოლო შემოწმების დაწყებას სპეციალურად აგვიანებდნენ, რათა მსჯავრდებულები რაც შეიძლება დიდხანს მდგარიყვნენ წვიმაში ან სიცხეში.

მსჯავრდებულების განცხადებით, მათ ცემაში და მათ მიმართ სხვა სახის არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი თანამშრომლები: დირექტორი შოთა თოლორდავა, დირექტორის მოადგილე ბაჩო რუხაია, გიორგი ფარჯანაძე, მამუკა შალამბერიძე, ლევან ლეჟავა, დიმა ჩხეიძე, ნუკრი კოპალიანი, ვინმე ამბროსი, რაჯი, აკაკი კირკიტაძე, აკაკი მეტსახელად „ჩეპე“, სანდრო, ვიტალი მეტსახელად „ადამიჩი“, რომანი, ჯამბულ ბაირამოვი, ილო, თამაზი მეტსახელად „ჩელენტანო“, ფარნა, ძმები ბადრი და ნუკრი. ამასთან მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ ეს სია არაა ამომწურავი და სხვა თანამშრომლების სახელები არ იციან, თუმცა სახეზე ცნობენ.

მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ თითოეული მათგანი მზადაა, დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა1
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე მთავრობა ფინანსური კომპენსაციების გაცემას გეგმავს2
სახალხო დამცველის აპარატსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა3
საია „ქართული ოცნების“ წევრების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ითხოვს4
„შრომის კოდექსში“ ცვლილებები შედის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X