GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა
14:26 07.11.2012
დღის სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას განცხადებით, ტელევიზიაში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის 2012 წლის 6 ნოემბრის  ბრძანების საფუძველზე, რევიზიის ჩასატარებლად, საშემოსავლო ორგანო შევიდა.

როგორც ჭანტურიამ საგანგებო განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, ხადურის ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ 90-ნი წლებიდან დღემდე, ამ შენობაში საგადასახადო ორგანო ტელევიზიის შემოწმებისთვის არასდროს შემოსულა. აქამდე ყველა შემოწმებას აუდიტის სამსახური აწარმოებდა. მსგავსი   შემოწმება გასულ წელს იყო და სამ-ოთხ თვეში უნდა განახლებულიყო. აქედან გამომდინარე კითხვები გვაქვს, როცა ვიცით, რომ რამდენიმე თვეში გეგმიურად უნდა შეგვამოწმოს აუდიტმა, რატომ  იყო გუშინდელი ბრძანება გეგმიური, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ“,- განაცხადა ჭანტურიამ.

მისი თქმით აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა უნდა გასცეს.

ჭანტურიამ დღესვე სპეციალურ განცხადებას მოაწერა ხელი და არხის თანამშრომლებს მოუწოდა „რევიზორებს“ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.

„მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ რევიზიის პროცესი არ გადაგვეღო, რასაც ვერ დავპირდებით. 24 საათის განმავლობაში მათ მუშაობას გადაიღებს არხის კამერა და იქ იქნება ჩვენი ჟურნალისტი. ამასთან, თქვენ თვალწინ ვაწერ ბრძანებას ხელს, რომლის მიხედვითაც ვქმნით სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ტელევიზიაში შემოსულ ჯგუფს დაეხმარება“,- დასძინა არხის გენერალურმა დირექტორმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შანსები ჯერ არ ამოწურულა1
შენგელიას 18 ქულა და 11 მოხსნა2
ბიძინა ივანიშვილი: პრივილეგიებით ვერავინ ისარგებლებს3
პრეზიდენტმა მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო4
უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკურ ძალებსა და პოლიციას რეკომენდაციით მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X