GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ოტია იოსელიანის ანდერძზე სასამართლო დავა გრძელდება
14:58 20.04.2012
დღის სიახლეები

მწერალ ოტია იოსელიანის ანდერძთან დაკავშირებით, სასამართლო დავა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი"-ს უზენაესი სასამართლოს პრესამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრეს და საქმის განხილვა ახლო მომავალში დაიწყება.

სასამართლო გადაწყვეტილება თამარ გელოვანის მიერ გასაჩივრდა, რომელსაც ოტია იოსელიანის ანდერძის მიხედვით, „ლიბერთი ბანკის“ ბარათზე არსებული თანხა ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებისთვის საყვარელი მწერლის, ოტია იოსელიანის ანდერძი სადაო მისმა შვილებმა გახადეს. გარდაცვალებამდე, ოტია იოსელიანმა ანდერძით მეგობარ თეიმურაზ კეპულაძეს "ვოლვოს" მარკის ავტომანქანა და "ტოიოტას" ჯიპი, ხოლო "ლიბერთი ბანკის" ბარათზე არსებული თანხა - თამარ გელოვანს დაუტოვა. მანვე ეკლესიას 8000 ლარი, სამხატვრო სკოლას კი - 1000 ლარი შეწირა.

ოტია იოსელიანის შვილებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და  ოტია იოსელიანის ანდერძის ბათილად ცნობა მოითხოვეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანების სარჩელი.

საქმის განხილვის დროს სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხედ არ იქნა დასახელებული ყველა ის პირი, ვისაც მოანდერძემ 2011 წლის 03 ივნისის და 2011 წლის 07 ივლისის  ანდერძებით ქონების გარკვეული ნაწილი უანდერძა. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე დაყრდნობით უარი უთხრა მოსარჩელეებს მწერლის ანდერძების სრულად ბათილად ცნობაზე და მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ მოპასუხედ დასახელებული თამარ გელოვანის და თეიმურაზ კეპულაძის მიმართ გაცემული საანდერძო განკარგულების ნაწილში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი უბანი გაშენდება2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X