GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
‘’ბურჯსა" და ‘’მენეჯმენტ სერვისს" 2 373 475 ლარის ჯარიმა დაეკისრათ
18:18 07.07.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 ივლისის დადგენილებით შპს "ბურჯი” და შპს "მენეჯმენტ სერვისი” ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი  პუნქტის "ა1” და  ამავე ორგანული კანონის 34 (2) მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის - 474  695 (ოთხას სამოცდათოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ხუთმაგი ოდენობის, 2 373 475 (ორიმილიონ სამასსამოცდაცამეტი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი) ლარის  ოდენობით.

სასამართლომ განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შპს "ბურჯისა” და  შპს "მენეჯმენტ სერვისის” მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები და ამავე სამსახურის გადაწყვეტილების დადასტურების საკითხი, რომლითაც  ყადაღა დაედო შპს "მენეჯმენტ სერვისის” კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას და სს "ბანკი ქართუში” არსებულ საბანკო ანგარიშებს.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ  შპს "მენეჯმენტ სერვისმა”  იქირავა და საკუთარი ხარჯებით გაარემონტა თერთმეტი პარტიული ოფისი. ოფისების სარემონტო სამუშაოები შპს "ბურჯმა” შეასრულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს "მენეჯმენტ სერვისმა”  და შპს "ბურჯმა”  უკანონო შემოწირულობა განახორციელეს, იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სარგებლობდნენ ხსენებული ოფისებით და ამ ქმედებებით, ჩაიდინეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 34 (2) მუხლის მეორე პუნქტით  გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მძარცველმა სასტუმროს გასაქურდად ცხელი ყავა გამოიყენა1
მცურავმა ამპუტირებული ხელ-ფეხით კონტინენტების შემაერთებელი მარშრუტი გაიარა (VIDEO)2
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)3
საქართველოს შვედეთის სამეფოს პარლამენტის წევრები ეწვევიან4
დაკავებულის წამების კადრების გავრცელების შემდეგ პოლიციელმა თავი ჩამოიხრჩო (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X