GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაცია დღეს, გაიმართება
10:34 05.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც  თსუ-ის ლექსიკოგრაფიის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური მოზაიკის" თაოსნობით გამოიცა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან აცნობეს,ოსურ-ქართული ლექსიკონი არასოდეს გამოცემულა, ქართულ-ოსური ლექსიკონი კი, გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ერთადერთხელ გამოიცა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

აკადემიის ინფორმაციით, წიგნი ქართველი და ოსი ენათმეცნიერების, ლექსიკოლოგებისა და ლინგვისტების ერთობლივი შრომის შედეგია. ლექსიკონებზე მუშაობდნენ ქართველი და ოსი მეცნიერები თბილისიდან, ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან. მისი გამოცემა 2011 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა "კობერმის" მხარდაჭერით დაფინანსდა.

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები თითოეულ ენაზე 25 000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. ლექსიკონებს ერთვის აკადემიკოს ვასილ აბაევის ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი და აკადემიკოს ავთანდილ არაბულის ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა. ასევე,  წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე - შემოკლებები, განმარტებები და სხვა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლუკაშევიჩი: კლინტონი საქართველოს ხელისუფლებას ახალი შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებისკენ უბიძგებს1
4 წლის ბავშვი დედის შიშით ფანჯრიდან გადახტა2
არჩილ ხაბაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა3
კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს4
ხადური: ისეთ ინფორმაციებს ვიღებ, რომელზეც წარმოდგენა არ მქონდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X