დღეს ვაჟაობა ჩარგალში ტრადიციული ფორმით არ გაიმართა, არ ჩატარებულა
ტრადიციული ღონისძიებები. ჩარგალში საკმაოდ ცუდი ამინდი იყო.
აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩასულმა ბიძინა
ივანიშვილმა ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი მოინახულა, ასევე მოისმინა ანსაბმლ ‘’გორდელას"
რამდენიმე სიმღერა და რატი ამაღლობელისა და ტარიელ ხარხელაურის ლექსები.
ივანიშვილმა ვაჟაობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჟურნალისტები
თავიდანვე გააფრთხილეს, რომ პოლიტიკურ კითხვებს კოალიციის ლიდერი პასუხს არ
გასცემდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაარღვია მან ქართული ტრადიცია და
დღესასწაულზე, რომელსაც ყველა ქართველი ოჯახის წევრებით ესწრება, მარტო მივიდა,
ივანიშვილმა უპასუხა, რომ დღეს მისი უმცროსი შვილის დაბადების დღეა და ოჯახის
წევრებთან ერთად ჩარგალში იმიტომ ვერ მივიდა.
internet.ge