თურქეთის ქალაქ სტამბულში, 42 სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეებმა დროულად
მოახერხეს ცეცხლის ლოკალიზება და შენობაში
მყოფი ყველა ადამიანი გადაარჩინეს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ სართულზე დამონტაჟებული
კონდენციონერის გამო გაჩნდა, სავარაუდოდ მოკლე ჩართვა მოხდა.
“ავტომატიურად ჩაირთო
ხანძარსაწინაამღდეგო სისტემა, რამაც შენობის შიდა ნაწილი გადაარჩინა, სხვა შემთხვევაში
ჩვენ დიდი უბედურება გველოდა, ” – განაცხადა სტამბულის მერმა მუსტაფა სერიგულმა “ასოშიეტედ
პრესთან” ინტერვიუში.
ადგილობრივი ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა, თუ როგორ იყო შენობა კვამლის შავ ღრუბელში გახვეული და როგორ იშლებოდა მისი ფასადი. ცეცხლის ჩაქრობა ვერტმფრენების
საშუალებით მოხერხდა.
internet.ge