რადიკალური ისლამისტური
პარტიის „ნაციონალური ერთობა“ ხელმძღვანელმა აბდ ალ-ლატიფ ამ-მაჰმუდმა ეგვიპტის
პრეზიდენტს მოუწოდა, დაანგრიოს პირამიდები. ისლამისტთა აზრით, წარმართული კულტურის
ძეგლები ეგვიპტის მიწაზე აღარ უნდა არსებობდეს - წერს “Newsday”.
ამის საპასუხოდ ეგვიპტეში უკვე შეიქმნა სახალხო მოძრაობა ისტორიული
ძეგლის დასაცავად, რომლის აქტივისტებმაც პრეზიდენტს შესთავაზეს შეიქმნას ფონდი,
რომელიც უნიკალურ ძეგლებს არა მარტო ბუნებრივი მოვლენებისგან, არამედ რადიკალური
ინიციატივებისგანაც დაიცავს.
სწორედ ასეთი მოსაზრებების გამო ადრე მალიში გაანადგურეს ქალაქი
ტუმბუკუ, ბუდას ძეგლი ავღანეთში და არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ერაყში,
მალაიზიასა და ტუნისში.
Internet.ge