ინცინდენტი მოხდა
ქალაქ როდონის დასავენებელ პარკში.
30 წლის მარია პანტაზოპულოსს, რომელიც ივნისში გათხოვდა, ჩანჩქერის ფონზე სურათის გადაღება სურდა, თუმცა ქვებზე ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მძიმე კაბამ ის სიღრმეში ჩაითრია.
ფოტოგრაფი საშველად წყალში მაშინვე გადახტა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.
ლუის პაგაკისის ამბობს, რომ ფოტოსესიისას მარიამ უთხრა: მეტი აღარ შემიძლია, კაბა ძალიან მძიმეა.
მედიის ცნობით, რომელიც პოლიციელების ცნობებს ეყრდნობა, ქალი წყალში სპეციალურად შევიდა, რათა ფოტოსესია პოპულარულ სტილში გადაეწყვიტა, როცა ახლადდაქორწინებული ქალი საქორწილო მოკაზმულობას შეგნებულად აფუჭებს.
დაღუპულის ცხედარი რამდენიმე საათში ამოიყვანეს წყლიდან. ორ თვითმხილველს ამ დროს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
Internet.ge