GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პატიმრების განცხადებით, წამებაში ციხის დირექტორის მძღოლიც მონაწილეობდა
16:35 25.09.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატი, სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულების საგანგებო მონიტორინგს ახორციელებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში არის მშვიდი ვითარება და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

პატიმრებს შესაძლებლობა მიეცათ შაბათ-კვირასაც ესარგებლათ პაემნისა და ტელეფონზე საუბრის უფლებით.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, 2012 წლის 19 სექტემბერს ზუგდიდის N4 დაწესებულებაში განხორციელეს ორი ვიზიტი, მათ შორის  ერთი - ძალიან ადრე დილით, როდესაც პატიმართა უმრავლესობას ეძინა, თუმცა მოხერხდა იმ პატიმრებთან გასაუბრება, ვისაც არ ეძინათ. მათი გადმოცემით, ბოლო დღეების განმავლობაში მათზე რაიმე სახის ზეწოლა ადმინისტაციის მხრიდან არ განხორციელებულა. აგრეთვე, არც-ერთი პატიმარი არ ყოფილა მოთავსებული სამარტოო საკანში. იგივე განაცხადეს პატიმრებმა იმავე დღეს, 19 სექტემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენლის განმეორებითი ვიზიტის დროსაც.

2012 წლის 20 სექტემბერს კვლავ განხორციელდა ვიზიტი ზუგდიდის N4 დაწესებულებაში, რა დროსაც ვითარება კვლავ იყო ნორმალური და დაწესებულება ფუნქციონირებდა ჩვეულ რეჟიმში.

22 სექტემბერს განხორციელდა კიდევ ერთი ვიზიტი აღნიშნულ დაწესებულებაში, რომლის შედეგადაც პატიმრების ჯგუფმა სახალხო დამცველის რწმუნებულს გადასცა წერილობითი განცხადება, სადაც  მიუთითებდნენ დაწესებულების ყველა იმ თანამშრომელზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა წარსულში სხვადასხვა დროს მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაში.

პატიმართა თქმით, მათ მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ დაწესებულების დირექტორი ამირან ჯანაშია, დირექტორის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჯიჭონაია, თანამშრომლები რომეო როგავა, კობა ანთია, გოგიტა გაბისონია, თემურ გოგოლი, ლევან კოდუა, პაპუნა ქირია, გურამ კვარაცხელია, ონისე, რომლის გვარიც არ იციან და იოსავა, რომლის სახელიც არ იციან, ზაზა, რომელიც დირექტორის მძღოლი იყო. განცხადებას ხელს აწერს 7 მსჯავრდებული.

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს კვლავ განხორციელდა ვიზიტი N4 დაწესებულებაში და მონახულებული იქნენ ის პირებიც, ვინც სახალხო დამცველის რწმუნებულს წინა დღით მიმართა წერილობითი განცხადებით. მსჯავრდებულთა განმარტებით, რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ უკანასკნელ დღეებში მათ მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
დავით დარახველიძე დევნილების ნაწილისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს4
პირველი ლედი ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X