შს
სამინისტროს
ინფორმაციით,
ტბაში 6 წლის გოგონას
გვამი აღმოაჩინეს. ის ნიუ-იორკში, ქალაქ
კარმელში სამმა მეთევზემ თევზჭერისას, დაახლოებით 5 საათზე შენიშნა.
აღნიშნულის შესახებ მათ
ცხელი ხაზის მეშვეობით პოლიციას შეატყობინეს. გოგონას სხეულზე
მძიმე დაზიანებები აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ჩატარდა გაკვეთა.
ექსპერტიზამ დაადგინდა, რომ ინციდენტამდე ორი
ადამიანი იმყოფებოდა წყალში.
ჟურნალი
News-ის
ცნობით, ერთ-ერთი მათგანი იყო გარდაცვლილი გოგონას დედის
მეგობარი, თუმცა, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
"ჩვენ არ ვიცით გარდაცვალების რეალური მიზეზი. ჯერჯერობით ველოდებით გაკვეთის
პასუხებს", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
internet.ge