GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია ექნება
17:08 13.07.2012
დღის სიახლეები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია და ქართული ჯარის ახალი სლოგანი აქვს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ" - ეს ფრაზა ქართული ჯარის ახალი დევიზი ხდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალ კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ახალი კონცეფცია საბოლოო სახეს დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს და ის საზოგადოებისთვის  ცნობილი ამ დროისთვის გახდება.

კონცეფცია აგებული იქნება ე. წ. 3T-ს პრინციპზე, რომელთაგან პირველი პრინციპია ტოტალური ზრუნვა – Total Care, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე ზრუნვას, ასევე სამხედროებისთვის სხვადასხვა სოციალური ბენეფიტების შეთავაზებას. 

წარმოდგენილი კონცეფციის მეორე პრინციპია ტოტალური ტრენინგი – Total Training – ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სახელმწიფოს  კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავდეს. ამ მიმართულებით ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები კიდევ უფრო გაძლიერდება.

თავდაცვის ახალი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ძლიერი, კარგად მომზადებული ჯარი იყოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიძლიერის გარანტია. 

კონცეფციის მესამე პრინციპია ტოტალური თავდაცვა – Total Defence, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.

რაც შეეხება ქართული ჯარის ახალ დევიზს – "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ", – ამ დევიზის ირგვლივ მოხდება ქართული ჯარის სულისკვეთების გაერთიანება. 

internet.ge
„ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“
რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
სასჯელაღსრულების სამინისტრო ირწმუნება, რომ პატიმარი კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა
„მერაბიშვილის საკანში გამომწყვდევით, ივანიშვილი იკმაყოფილებს პირად ბოღმას“
"შე ხაჩიკიანო! შე სომეხო! შე ბლანჟიანო...!"
გიორგი ჭანტურია: დღესაც 7 ნოემბერია, ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელში
ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია
მომხმარებელთა თხოვნით - განმეორებითი გრანდიოზული ფასდაკლების აქცია „არაი თუმოროუში“ !
ბოროტმოქმედებმა 2 თვის ბავშვის გატაცება სცადეს
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ბიუჯეტს ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა აქვს.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­გან­გე­ბო გან­ც­ხა­დე­ბა
ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?
„პატ­რი­ო­ტე­ბი“ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ასა­ჩივ­რე­ბენ
დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ITV-ის მე­დი­აკ­ლუბ­ში
ყველა სიახლე
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული ქალაქი იპოვეს (VIDEO)1
სკანდალური ვიდეო ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეზე2
"შე ხაჩიკიანო! შე სომეხო! შე ბლანჟიანო...!"3
ბოროტმოქმედებმა 2 თვის ბავშვის გატაცება სცადეს4
დავით დარჩიაშვილი: კალაძეს გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ივანიშვილი მას ჭკვიან ბიჭად აღიქვამს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X