ასტროლოგია უძველესი მეცნიერებაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე სწავლობს პლანეტების გავლენას როგორც სახელმწიფოებზე და გარკვეულ მოვლენებზე, ასევე თითოეულ პიროვნებაზე და მის ცხოვრებისეულ ბიორითმებზე. იგი დახმარებას უწევს ადამიანებს თავიანთი ცხოვრების უკეთ დაგეგმვასა და პრობლემების თავიდან აცილებაში. ასტროლოგიური პროგნოზების არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ გამოვლინდეს ამა თუ იმ პლანეტის, ან მისი ასპექტის ზეგავლენა, თავიდან აგვაცილოს ხიფათი და მაქსიმალურად ხელსაყრელი გახადოს დადებითი მოვლენებისა და ემოციების ალბათობა. აქ მოწოდებული პროგნოზები, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანზე ერთგვარად ვერ იმოქმედებს, რადგან თითოეული პიროვნებას თავისი პირადი ასტროლოგიური რუქა გააჩნია, მაგრამ ზოგადი ტენდენციების გაცნობა მაინც ხელს შეუწყობს მის კეთილდღეობას. ასტროლოგია ხომ ხელმძღვანელობს პრინციპით: ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია!
ყოველდღიური საერთო ასტროლოგიური ტენდენციები
2010-09-07
გეომაგნიტური დღეა. აკონტროლეთ ემოციები. დღეს დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეები კარგად დასრულდება. დააბრუნეთ ვალები, დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები და გამოიტანეთ დასკვნები. გამოავლინეთ აქტიურობა. იმოქმედეთ სწრაფად. მინერალებიდან სასიკეთოა: აქვამარინი, ჟადეიტი, ამეთვისტო, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და სელენიტი. დერბიდან დადებითია: დრის პირველ ნახევაში შინდისფერი, ოქრსფერი, ლურჯი, ყვითელი, ბეჟი, ხოლო დღის მეორე ნახევარში - ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი. სიზმრები გვამცნობს საქმეებში სირთულების შსხებ და ახდება უახლოვს 30დღის მანძილზე. დღის პირველი ნახევარი, 14 საათამდე არ არის სასიკეთო ქორწინებსა და სიყვარულისათVIშ, გამოცდებისჩასაბარბლად, ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულბების დასადებად, საცხოვრებლი ადგილის სესაცვლელად, ცხველბით ვაჭრობისატვის, მცენარბის დარგა-გადარგვისათის, ხელმძღვანელთა კრიიკისთვის, ფინნსური საბუთები გსაფორმებლად. განსაკუთრებით შეუსტდებათ ნერვული სისტემა ლომებსა და მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამაინებს. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ნაწლავთა სისტემა. დღე დადებითია კირცხიბის, ქალწულისა და ღრიანკალისათვის, ხოლო უარყოფითია -ვერძის სასწორისა და მერწყულისათვის.
ყოველკვირეული ასტროპროგნოზი
09.06 - 09.12
21.03 - 20.04 ვერძი:დაგაინტერესებთ სწორი ყოფისა და არსებობის საკითხები და შესაძლოა გამოთქვათ ახალი იდეა სამუშაო პროცესის დახვეწასთან დაკავშირებით. თუმცა ინფორმაციის უკმარისობის გამო გაგიჭირდებათ საქმის რეალიზება. მოერიდეთ დისკუსიებს, რათა არ დაკარგოთ დაკავებული მდგომარეობა. ფარული სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს. ბევრი ეხვედრებისა და გადაადგილებების მიუხედავად, შედეგი ჯერ კიდევ უცვლელი დარჩება.
21.04 - 21.05 კურო:ადვილად გამოიყენებთ არებულ სიტუაციებს საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და შესაძლოა ქორწინების, ან ოჯახური ურთიერთობის დახვეწის სურვილიც გაგიჩნდეთ. ეცადეთ გამოამჟღავნოთ თქვენი ნიჭი და საქმიან წრეში დაიპყროთ ახალი და საჭირო ადამიანების გული. ენერგიის მომატება სასიკეთოდ იმოქმედებს შრომისუნარიანობასა სულიერ მდგომარეობაზე. მოგზაურობებში მხიარულად გაატარებთ დროს და ბევრ ახალსა და საინტერესოს შეიცნობთ
22.05 - 22.06 ტყუპები:შესაძლოა გამოგიჩნდეთ მფარველები, რომელებიც კარიერაში წინსვლაში დაგეხმარებიან. შეეცადეთ სამუშაო ადგილი მეტად ლამაზი და კომფორტული გახადოთ, რათა შემოქმედებითად გამოხატოთ თავი. ბავშვები აღზრდაში აუცილებლად შეიტანეთ კორექტივები, რათა შემდგომ არ შეგექმნათ პრობლემები. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დროულად მიმართეთ პროფესიონალურ მედიკებს და ჩაიტარეთ საჭირო მკურნალობა. ბევრ ხალხთან ურთიერთობას ერიდეთ, რათ არ გადაიტვირთოთ.
22.06 - 23.07 კირჩხიბი:გაუმჯობესდება ფიზიკური მდგომარეობა და მოგემატებათ ენერგია. კარგი პერიოდია ბევრ ხალხთან საურთიერთოდ, ცოდნის გასაღრმავებლად და ახალი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. დაუღალავი შრომა კი მატერიალურ მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება, ამიტომ როგორც პირადი, ისე საქმიანი საკითხების შესრულება ადვილი მოგეჩვენებათ. შესაძლოა ახალი სასიყვარულო ურტიერთობა დაიწყოთ კოლეგასთან. თუმცა ძველი კავშირის ბოლომდე გაწყეტა გაგიჭირდებათ.
24.07 - 22.08 ლომი:ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ადვილად მოიპოვებთ ინფორმაციას და თუ მას მართებულად გამოიყენებთ. სასიკეთოდ წარიმართება კარიერასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანი საქმეები უპრობლემოდ დასრულდება. საყვარელ ადამიანს ეცადეთ მეტი სითბო და კომფორტი შეუქმნათ, რათა თავი ორივემ ბენიერად იგრძნოთ. კარგი დროა დასვენებისათვის და ძალების დაგროვებისათვის, ოღონდ ამისათვის უცხოეთში ნუ გაემგზავრებით.
23.08 - 21.09 ქალწული:ფინანსური და მატერიალური საკითხების გადაწყვეტისას კონსერვატიული მეთოდებით იხელმძღვანელეთ. უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. პირად ცხოვრებაში კი მეტად გულწრფელი იყავით, რათა საყვარელ ადამიანს ეჭვი არ გაუჩნდეს თვენს გრძნობებთან დაკავშირებით. ეცადეთ კარგად იკვებოთ, დაიცვათ დღის განრიგი და არ აჰყვეთ ემოციებს, რათა არ შემოგიტიოთ მელანქოლიამ.
22.09 - 23.10 სასწორი:შესაძლოა მიიღოთ წილი ოჯახიდან ან მოგეცეთ საშუალება მართოთ ახლობლების ფინანსები. კარგი დროა ბინის გამოსაცვლელად ან უძრავი ქოენბის შესაძენად. ადვილად შესძლებთ გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები, დაიბრუნოთ დაკარგული ადამიანები ან საფუძველი ჩაუყაროთ ახალ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, მოგეძალებთ აპათია, იგრძნობთ ძალთა ნაკლებობას. ამიტომ უმჯობესია ეს დრო დასენებას დაუთმოთ და არაფერი სერიოზული არ მოიმქმედოთ.
24.10 - 22.11 ღრიანკალი:გაიზრდება თქვენი აქტიურობა და შემოქმედებითი პოტენციალი, რაც საშუალებას მოგცემთ განაახლოთ ადრე დაწყებული საინტერესო საქმეები. ყველა ადამიანი დახმარების ხელს გამოგიწვდით, ამიტომ ეს პერიოდი საქმიანად და შედეგიანად გაატარეთ. მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი მრავალ საინტერესო ინფორმაციას მოგაწოდებთ. უეცარი მოვლენების გამო ნუ გამოიცვლით სამსახურს. ასევე არახელსაყრელი პერიოდია მოგზაურობებისა და მივლინებებისათვის.
23.11 - 22.12 მშვილდოსანი:ბევრი საქმის შესრულება და დასრულება მოგიწევთ. ბრძოლისუნარიანობა დაგეხმარებათ სწრაფად მოქმედებებში. ეცადეთ არ გასთქვათ სხვისი საიდუმლო და არ გაავრცელოთ ხმები, რადგან ეს მრაავალ პრობლემას შეგიქმნით. საყვარელ ადამიანთან კამათისას თავი ხელში აიყვანეთ, რათა არ გამოხვიდეთ წყობიდან და არ გაწყვიტოთ ლამაზი ურთიერთობა. მოგზაურობა და დასვენება ჯანმრთელობის მდომარეობას, ხოლო გუნება განწყობას კი მეგობრებთან ურთიერთობა გამოგისწორებთ.
22.12 - 19.01 თხის რქა:გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი, ამიტომ მეტი დრო გაატარეთ მეგობრებისა და ახალი, საინტერესო ადამიანების წრეში. სხვა ქალაქებში მცხოვრებ ადამიანთა შემოთავაზებები პერსპექტიული იქნება და მალე მოგიტანთ მოგეას. მეტი პატივისცემით მოეკიდეთ ოჯახის ტრადიციებს, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა მშობლებთან. მეტად ტაქტიანი და იყავით საყვარელ ადამინთან ან მეუღლესთან. ამგვარად ადილად მიიღებთ საწადელს და არც არავის გააღიზიანებთ.
20.01 - 19.02 მერწყული:დაგეგმეთ ახალი საქმეები, თუმცა მათ დაწყებას ნუ იჩქარებთ. გააანალიზეთ სხვების საქციელი, რათა თავი აარიდოთ მათ ეშმაკობას. საჭიროების შემთხვევაში თანადგომა სთხოვეთ მეგობრებს. საკუთარ თავზე ჭორების გაგებისას არ აღელვდეთ და არავის გადაუხადოთ სამაგიერო. გაიზრდება თქვენი ინტერესი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ, რასაც ახალი ურთიერთობა მოჰყვება. გაგაჯანსაღებთ და ამავდროულად სიამოვნებას მოგანიჭებთ სპორტი და ბუნებასთან სიახლოვე.
20.02 - 20.03 თევზები:მოძებნეთ თანამოაზრეები, შეიცვალეთ იმიჯი და მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად. გარშემომყოფები ადვილად შეამჩნევენ და დააფასებენ თქვენს ენთუზიაზმს. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას დაგითმობენ, ამიტომ ეცადეთ მზად იყოთ მათთვის საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენისათვის. ამ პერიოდში კარგია უძრავი ქონების ყიდვა ან მისი კეთილმოწყობა. მოგზაურობა და ლაშქრობები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული დრო კი დაუიწყარი იქნება.