ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე
18:37 29.07.10 - მოსკოვი: არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში არ იმყოფება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში და მოლდოვაში რუსეთის ჯარები უკანონოდ იმყოფებიან.

ანგარიში „2010, შეიარაღების, გაუვრცელებლობისა და განიარაღების სფეროებში შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დაცვის შესახებ" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა. ანგარიშში ასახულია უცხოური სახელმწიფოების მიერ ზემოზსენებული შეთანხმებების დაცვის ანალიზი 2004 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში და მოლდოვაში რუსეთის ჯარები ამ სახელმწიფოების ნებართვის გარეშე იმყოფებიან.

რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი არაკორექტულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში არ იმყოფება.

„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი, რომელთა ტერიტორიებზეც რუსული ბაზებია განთავსებული, საქართველოს შემადგენელი ნაწილები არ არიან", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება მოლდოვას, სამინისტროს მტკიცებით, დნესტრისპირეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები მოლდოვას თანხმობის საფუძველზე, 1992 წლის 21 ივლისს განთავსდნენ.

„მედიანიუსი"


გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე