ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე
18:38 29.07.10 - 30 ივლისს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება

30 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში, რომლის დასკვნითი ნაწილის დასწრებისა და კალათბურთელებთან გასაუბრების საშუალება ექნებათ ჟურნალისტებს. პრესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის სპორტის სასახლის დარბაზის კარი დილის 11:30 გაიღება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 2 აგვისტოს სპორტის სასახლეში გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდი პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

„ჯი-ეიჩ-ენი"


გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე