ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე
18:44 29.07.10 - საქართველოს დელეგაციამ ვენის დეკლარაცაის ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ შიდს-ის XVIII საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობდა. ამ მასშტაბურ ღონისძიებას 25000-მდე დელეგატი და სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პოლიტიკოსები, გამოჩენილი მეცნიერები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები.

6- დღიან ინტენსიურ სამუშაო ვითარებაში ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი სესია, რომლებზეც განიხილეს შიდს-თან დაკავშირებული პრობლემატიკის თითქმის ყველა ასპექტი. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს არსებულ სიტუაციაზე მსოფლიოს მასშტაბით, გაუზიარეს შიდს–თან ბრძოლის გამოცდილება, შეიმუშავეს და დასახეს ახალი სამოქმედო გეგმები, რომლებიც თანამედროვე მტკიცებულებებს და უფრო ეფექტიან მიდგომებს ეფუძნება, - აცნობეს „მედიანიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან.

გიგი წერეთელი მოხსენებით წარდგა კონგრესის ფარგლებში გამართულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომელიც მოსახლეობის და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. მან დამსწრეებს წარუდგინა საქართველოში შიდს-თან ბრძოლის მიღწევები და არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება მოხსენებაში დაეთმო ამ დაავადების მართვის საკანონმდებლო ასპექტებს - 2009 წელს საქართველოში მიღებულმა ახალმა კანონმა შიდს-ის შესახებ, მნიშვნელოვნად განაპირობა ამ ინფექციასთან ეფექტიანი ბრძოლის თანამედროვე ეტაპის დაწყება.

კონგრესის ფარგლებში საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა ხელი მოაწერეს კონფერენციის ოფიციალურ დეკლარაციას („ვენის დეკლარაცია“). ამ დეკლარაციას 12000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მათ შორის აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ ქლინტონმა, ბილ გეიტსმა, ნობელის პრემიის ლაურეატებმა, ცნობილმა მეცნიერებმა, პოლიტიკოსებმა და სხვა ცნობადმა სახეებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი (პროფესიული, თუ საქველმოქმედო სახით) შიდს-თან ბრძოლის პროცესში. დეკლარაციის მიზანია გაამახვილოს პოლიტიკის შემქმნელებისა და გადაწყვეტილებათა მიმღებთა ყურადღება შიდს-თან ბრძოლის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების (როგორც დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზა) მინიმიზაციისათვის თანამედროვე მეცნიერული მიდგომების გამოყენება და სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ა.შ. საქართველოს დელეგაციის მიერ დეკლარაციის ხელმოწერა ფართოდ გაშუქდა საერთაშორისო მედია საშუალებებით როგორც მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაგალითი.


„მედიანიუსი“


გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე