ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე
18:55 29.07.10 - ევროკავშირსა და საქართველოს შორის „გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმება“ პარაფირებულია

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების აღსანიშნავად მხარეებმა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი შეთანხმების პარაფირება მოახდინეს.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტის პარაფირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ, ევროკავშირის მხრიდან კი ევროკომისიის სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტორმა ნიკოლა ვერლემ მოახდინეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირის სამეზობლოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის დაცვის მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

მოლაპარაკებების მიზანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სახელწოდებებისა და მათი გეოგრაფიული წარმომავლობის გაყალბებისაგან მომხმარებელთა დაცვა იყო.

პირველ ეტაპზე ევროკავშირში დაცული იქნება საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინო. ესენია: ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი და სხვა. შემდგომში ეს სხვა კატეგორიის პროდუქტების დაცვას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, როგორც მცხარეებმა განმარტეს, ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ასევე ახალ ინიციატივებს ტურიზმის სექტორში და ახალ მარკეტინგულ წინადადებებს წაახალისებს.

ამასთან, შეთანხმების საშუალებით საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში საკუთარი კანონმდებლობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას შესძლებს.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული სახელწოდებების სისტემა ევრკავშირის ხარისხის დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედია და სახელწოდებების რეგისტრაციას მიზანმიმართულად უწყობს ხელს.

ამ დროისთვის ევროკავშირში დაახლოების 3 000 პროდუქტია რეგისტრირებული. ეს პროცესი იმ რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს, რომლებსაც ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. 

„პირველი"


გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე