ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე
18:56 29.07.10 - ნინო ბურჯანაძე: „ახალი კონსტიტუციის პირობებში სააკაშვილს ქვეყნის მართვის გაგრძელება პრემიერ-მინისტრის რანგში სურს“

„დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტს ქვეყნის მართვის გაგრძელება პრემიერ-მინისტრის რანგში სურს".

ამის შესახებ ბურჯანაძემ „დემოკრატიულმა მოძრაობის" მიერ ახალ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა.

„დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ და მთავარი საბჭოს წევრებმა ახალ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი როგორც მუხლობრივად, ისე პრინციპების დონეზე დეტალურად განიხილეს.

ამასთან, შეხვედრაზე იმ მოსაზრებებზეც იმსჯელეს, რომლებიც როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა წერილობით და დისკუსიების დროს დააფიქსირეს.

შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ „ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელსაც კომისიის წევრები წარმოაჩენენ, როგორც საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რეალურად არ აძლიერებს პარალამენტის ფუნქციებს".

აღინიშნა ასევე, რომ „ამ პროექტის თანახმად, საკმაოდ გაძლიერებულია პრემიერ-მინისტრის როლი, ხოლო მისი გადაყენების პროცედურა იმდენად გართულებულია, რომ იმპიჩმენტის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება". 

„დარწმუნებული ვართ, აღნიშნული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სააკაშვილის მცდელობას, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა და ქვეყნის მართვა პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ „შემოთავაზებულ საკონსტიტუციო პროექტში არ არის ჩადებული საკმარისი გარანტიები თვითმმართველობის ინსტიტუტის სწორი ფუნქციონირებისთვის, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაშიც ნათლად იკითხება; გარდა ამისა, ახალ პროექტში არაფერია ნათქვამი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით".

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, „მოქმედი პარლამენტის პირობებში ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საერთო სახალხო კონსენსუსით მიღება შეუძლებელია".  

„პირველი"


გაუგზავნე ბმული მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია განხილვა ფორუმზე