მდინარე ალაზანში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა კახეთის რაიონში
მაშინ მოხდა, როდესაც ივანე ხაჩიძე ახმაეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანთან წყალში
მეგობრებთან ბანაობდა.
თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდი დინებამ გაიტაცა. მეგობრებმა მისი
დახმარება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
ახმეტის პოლიციამ და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა
გარდაცვლილის ცხედარს ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ის შემთხვევის
ადგილიდან 200 მეტრის მოშორებით ნაპირზე გამორიყული ნახეს.
სავარაუდოდ ბავშვს გული გაუსკდა.
Internet.ge