ბათუმის
მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე „ბანკი რესპუბლიკის" ყოფილი მმართველი, ზაზა ფარსენაძე დაინიშნა. ახალი ვიცე-მერი უწყების თანამშრომლებს ქალაქის მერმა წარუდგინა.
რობერტ
ჩხაიძის განცხადებით, ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილმა ვიცე-მერმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. დავით სამნიძე სამუშაოდ კერძო სექტორში გადავიდა.
რაც
შეეხება ახალ ვიცე-მერს, ზაზა ფარსენაძე ქალაქის მერიაში ეკონომიკის რგოლს უხელმძღვანელებს.
internet.ge