მიხეილ
სააკაშვილმა
კახეთის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებს
შესაბამისი
დავალებები
მისცა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქარხნებს მოსახლეობისგან ყურძნის ჩაბარების განკარგულება უკვე მიღებული აქვთ.
„სტიქიის მიუხედავად, წელს სანიმუშო რთველი უნდა გაიმართოს. ყურძნის ნაწილი,
რომელიც სეტყვას გადაურჩა გლეხებს უნდა ჩავაბარებინოთ, რომელიც განადგურდა - კომპენსაციები გავცეთ“,- აღნიშნა პრეზიდეტტმა.
მისი თქმით, არც ერთი ოჯახი სტიქიამ წელში არ უნდა გატეხოს.
გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, რთველის პროცესს პირადად გაუწევს
მონიტორინგს. პრეზიდენტის განცხადებით, ის სექტემბრისთვის კახეთში გადმოვა
საცხოვრებლად.
Internet.ge