სირიის შეიარაღებულმა
დაჯგუფებებმა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ შიიტების ოჯახი ამოხოცეს.
შიიტები და ალავიტები
მათი მთავარი სამიზნეები არიან - იუწყება SalamNews არაბულ მედიაზე დაყრდნობით.
ამ ინფორმაციის თანახმად, შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელიც დამასკის
მახლობლად სოფელ სეიდეში თავს დაესხა ერაყელ შიიტთა ოჯახს, მთელი ოჯახი დახოცა,
რის შემდეგაც ბავშვი თოკზე ჩამოკიდეს და ჩამოხრჩობის სცენა გადაიღეს.
ფოტოს ტირაჟირება ვაჰაბიტებმა სოციალური ქსელის საშუალებით მოახდინეს
და ეს იმით ახსნეს, რომ შიიტები არამორწმუნეები არიან.
ამ დღეებში საუდის არაბეთის მუფტმა, შეიხ მოხამედ ურეიფიმ Twitter-ში თავის
გვერდზე სირიელ მეამბოხეებს მოუწოდა, განაგრძონ „მტრების“, ანუ შიიტების ხოცვა,
მაგრამ მკვლელობების ამსახველი ფოტოების სოციალური ქსელებით გავრცელება აუკრძალა.
internet.ge