პოლიცია
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზს ადგენს. გამოვლენილია სამი თვითმხილველი
გოგონა, რომელიც შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
„ჩვენ
გვჯერა, რომ ინციდენტისას ეს სამი გოგონა შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, ამიტომ,
გამომძიებლები დაინტერესებულები არიან გაესაუბრონ მათ“, - განაცხადა პოლიციის
წარმომადგენელმა და დასძინა კადრში მოხვედრილი გოგონები ეჭვმიტანილები არ არიან და
ისინი მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხებიან.
ჰალიფაქსის
პოლიციის ცნობით, ქუჩაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი თავის არეში
მიღებული დაზიანებაა.
პოლიციის
განცხადებით, გარდაცვლილი ვიღაცას ეჩხუბებოდა, თუმცა უცნობია თავის არეში მძიმე
დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო, თუ ეს იყო განზრახ მკვლელობა.
სამართალდამცავებისათვის
ასევე უცნობია ჩხუბის დაწყების მიზეზი. მათ შეაგროვეს ყველა ვიდეო, რომელიც
მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, თუმცა, არ
ახმაურებენ კონკრეტულად რას ასახავს ამოღებული ვიდეო კადრები.
internet.ge