16:48 22.05.2009 - ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა დამსახურება სახელმწიფოს მიერ 60 ლარად არის შესაფასებული

[დავით ქართველიშვილი]
60 ლარი, - ეს არის თანხა, რომელსაც პენსიის სახით სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე ვეტერანებს უხდის.

ხელფასები და პენსიები ბოლო რამდენიმე წელია თითქმის ყველა სფეროში გაიზარდა, თუმცა ზრდა არ შეეხო  აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანებს: ადამიანებს, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ღებულობდნენ მონაწილეობას, რომლებიც დაინვალიდნენ და უნარშეზღუდულები გახდნენ.

1990 იანი წლების დასაწყისში კონფლიქტების მონაწილეები დღეს ყოველთვიურად მხოლოდ 60 ლარს  ღებულობენ, გარდა ამისა 22 ლარი კომუნალური გადასახადებისთვისაა გამოყოფილი. მარჩენალ დაკარგულების ოჯახის წევრები კი სულზე მხოლოდ 55 ლარს.

სამხედრო საპენსიო რეფორმის შედეგად, გაურკვეველი ვითარებაა შექმნილი. სისტემა მთლიანად ამორტიზებულია და სამხედრო მოსამსახურის დათხოვნისთანავე ის არ ხდება პენსიონერი.

სამხედრო ძალებში ჩატარებული ცვლილებების შედეგად (შინაგანი ჯარების შეიარაღებული ძალებისთვის შეერთება, საზღვაო ძალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემა, სასაზღვრო ძალების ვერტმფრენთა ესკადრილიის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა და ა.შ) ვერ ხდება ვერც მფრინავების, ვერც მეზღვაურების და მით უმეტეს ამ სახეობების ვეტერანებისთვის ზუსტი ნამსახურეობის დათვლა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს არამარტო მათთვის, არამედ პირველ რიგში მოქმედი სამხედროების ფსიქოლოგიაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით პრეს აგე  ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს,  ჯანრი უბირიას ესაუბრა.

რამდენი ვეტერანია დღეს და რა კატეგორიები არსებობს?
ჯანრი უბირია: ჩვენთან არის სხვადასხვა კატეგორია, პირველი კატეგორია არის მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულების ოჯახის წევრები, ინვალიდები და მარჩენალ დაკარგულები, ასევე გათანაბრებული პირები. ამის გარდა არის კატეგორია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეები ინვალიდები, დაღპულთა ოჯახის წევრები, მარჩენალ დაკარგულები და პლიუს სხვა ტერიტორიბისათვის მებძოლი ვეტერანები, ავღანეთი და ა. შ.   და  შეიარაღებული ძალების ვეტერანები რომლებიც მსახურობნენ თავდაცვის ან შსს სამინისტროებში. 

ამას  განსაზღვრავს სამხედრო  ვეტერანთა შესახებ კანონი, მე-9 მუხლი, სადაც მითითებულია კატეგორიები. რაც შეეხება სტატუსის მინიჭებას ბუნებრივია არსებობს სხვადასხვა პუნქტები, შესაბამისი დებულება ვეტერანთა  დეპარტამენტის. მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანების აღრიცხვა  მთლიანად  დასრულებულია. სამწუხაროდ ამ კატეგორიის დღეს მხოლოდ  10’347 ადამიანია დარჩენილი.
რაც შეეხება  ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილეებს (აფხაზეთი და შიდა ქართლი)  27’000  ვეტერანია. 

რაც შეეხება პენსიას და შეღავათებს?
- პენსია კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი: მე-2 მსოფილიო ომის  ვეტერანებს პირველი  და მე-2 ჯგუფის ინვალიდებს აქვთ 129 ლარი,  რიგითებს, რაც შეეხება ოფიცრებს მათ 200ლარამდე  კომპენსაცია ყოველთვიურად. იმ ადამინებს ვინც დაიჭრნენ.

ამას ემატება საყოფაცხოვრებო გადასახადებზე შეღავათები: ანუ დენის გაზის, წყალის სუბისიდია გაერთიანებულია და თანხობრივად ღებულობენ, ინვალიდები    44 ლარს, მონაწილეები კი  22 ლარს.  მარჩენალ დაკარგუების შვილები 46 ლარს კომპესაციას.

ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე ინვალიდები პირველი და მე-2 ჯგუფი, რიგითები 84 ლარს ღებულობენ, პლიუს საყოფაცხოვრებო სუბსიდია 44 ლარი.

ომის მონაწილეები მიუხედავად იმისა არიან თუ არა დაჭრილები 22 ლარს ღებულობენ და  პლიუს 60 ლარი პენსია. ასევე ომის მონაწიილები, ვინც სამოქალაქო ინვალიდობა მიიღო ანუ ომის შემდეგ პერიოდში დაინვალიდდა, ისინიც ღებულობენ 60 ლარს პენსიას პლიუს  22 ლარს. სუბსიდიები ერიცხებათ ბარათზე. ასევე ვეტერანები სარგებლობენ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უფასო სამედიცინო დახმარებით ვეტერანთა  ჰოსპიტალში.

რამდენად  საკმარისია ეს თანხები?
- ჩვენთან ვეტერანების არაერთი განცხადებაა შემოსული ამ საკითხზე.  ბუნბრივია ცოტაა და Uუკმაყოფილოები არიან.   საყოფაცხოვრებო სუბისიდია იმ პერიოდშია დანიშნული, როცა გაზის და დენის გადასახადი  პატარა იყო, მაგრამ ტარიფი გაიზარდა, სუბსიდია კი იგივე დარჩა. თვეში თუ 150 კვ ქონდა პლიუს 40 კუბომეტრი მაშინ ეს შეღავათი ყოფნიდა ადამიანს.  მაგრამ ახლა აღარ ყოფნის. ცხოვრება გაძვირდა.  ამიტომ ვეტერათა დეპარტამენთან, ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროებთან ერთად პარლამენტში კომისია შეიქმნა ჯადაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტში სადაც ვმუშაობთ ამ საკითხზე, ყველა პრობლემა წამოწეულია. ყველას მოთხოვნაა რომ გაიზარდოს პენსია და დახმარები.  იცით რომ ჩვეულებრივი ინვალიდიბისათვის 100 დოლარიანი პაკეტი გახდა და პენსიონერებისათვის და ბუნებრივია ომის ვეტერანები მეტს მოითხოვენ.

როდის გადაიჭრება ეს საკითხები?
- ჯერ არ დაუსრულებია მუშაობა კომისიას. ამ საკითხში ჩართულები არიან ასევე თავდაცვის კომიტეტი, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ეს იყოს ერთობრივად შეჯერებული. თუ ვინმეს კიდევ რაიმე წინადაადება აქვს განვიხილავთ.

რაც შეეხება მარჩენალ დაკარგულებს?
- მარჩენალ დაკარგულები  დღეს 16 ათასია,  ეს არის ოჯახის ყველა წევრი, დედა ან მამა, შვილები 18 წლამდე. თუ ადამიანი იყო ომის მონაწილე და ის გარდაიცვლა ყველა ოჯახის წევრი ღებულობს ამ სტატუსს. სულ ტერიტორიული მთლიანობისათვის  ომებში დაღუპული ოჯახის წევრი არის 6 ათასამდე.

რაც შეეხება ბოლო მოვლენებს?  მიენიჭებათ ამ სამმხედოებს  ვეტერანის სტატუსი?
- ამ საკითხზე ვეტერანთა დეპარტამენტს აქვს წინადადადება და მოთხოვნა.  ამისთვის საკანონმდებლო ცვილებები უნდა მოხდეს. ჩვენ გვინდა რომ 1998 წლის გალის, 2001 წლის კოდორის, 2004 წლის და 2008 წლის სამაჩაბლოს ომის მონაწილეებს მიენიჭოთ ვეტერანის სტატუსი და ისარგებლონ შეღავათებით.  იმედია საკანონმდებლო ორგანოში მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ვითარება საგანგაშოა, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ჯარის დისკრეტიდაცია, ვეტერანების დაჭერა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დადანაშაულება  და ვეტერანების 60 ლარიანი დაფასება, მაშინ როდესაც რუსის ჯარი 35 კილომეტრში დგას დედაქალაქიდან, - მინიმუმ ბევრ კითხვას ბადებს.

სამწუხაროდ, შეიარაღებული ძალების მიმართ დამოკიდებულება 1991 წლის შემდეგ ამ კუთხით არ შეცვლილა. ჯარისკაცის მუნდირი ჩვენს ქვეყანაში ისევ ჩრდილშია მოქცეული. აგვისტოში რუსეთთან ომმა და არმიისადმი საზოგადოების ინდეფერენტულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გაცილებით მეტი პრობლემა წარმოქმნას, რადგან ღირსებისთვის მხოლოდ ჩაცმა, კვება, მაღალი ხელფასი (500 ლარი და ზევით მოქმედ რიგითს) და პენსიაში გასვლის შემდეგ 60 ლარი, სატირალი, რომ არ იყოს სასაცილოა.    

Copyright © 2000 - 2008, CAUCASUS ONLINE
Developed and Maintained by S-Web Design Studio.