რაჭაში დაკარგული ტურისტების ჯგუფი მაშველებმა იპოვნეს. ორი დღის წინ, სამი
მამაკაცი და ორი გოგონა კარვებით, სოფელ უწერადან რაჭის მთებისკენ გაემართნენ.
გზის აბნევის შემდეგ კი მათ სამაშველო სამსახურში დარეკეს და დახმარება ითხოვეს.
ტურისტების დასახმარებლად საგანგებო სიტიუაციების სამსახურის სამკაციანი ჯგუფი გავიდა. ცნობილია, რომ ამ წუთებში
მაშველებმა უკვე მიაკვლიეს დაკარგულებს და ისინი მაშველებთან ერთად, გამოდარებისთანავე
უკან დაბრუნდებიან.
დაკარგული ტურისტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
internet.ge