საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მიმდინარე
სპეცოპერაციისას 5 სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი დაიჭრა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად არის მობილიზებული, 5 დაჭრილიდან ერთი
ღუდუშაურში გადის მკურნალობას, დანარჩენი 4 კი სხვადასხვა კლინიკებში
გადანაწილდა“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მინისტრი დაღუპულების თემასაც შეეხო და სამი თანამშრომლის
გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
„სპეცოპერაციისას დაღუპულები განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებენ,“-
განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება ღუდუშაურში მოთავსებულ სამხედროს, მკურნალი ექიმების განცხადებით,
პაციენტს ბარძაყზე ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
internet.ge