სოფელ ლაფანყურში მანქანების გადაადგილება კვლავ შეინიშნება. არსებული
ინფორმაციით, ანტიტერორისტული დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით ლოპოტას
მიმართულებით სამხედრო მანქანების მობილიზება ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის
მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.
შსს-ს ინფორმაციით, დევნის ოპერაციისას დაიღუპა სამინისტროს 3
თანამშრომელი, 5 კი დაიჭრა.
რაც შეეხება დაჯგუფებას შსს-ს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია
შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს
მათი დაკავების ღონისძიება.
Internet.ge