ავტოავარია მოხდა კოსტავას ქუჩაზე. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია,
მაგრამ არიან დაშავებულები. ერთმანეთს „ფორდისა“ და „ნისანის“ მარკის ავტომობილები
შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების
ბრიგადები. სამივე დაშავებული მკურნალობას ამ დროისთვის რკინიგზის საავადმყოფოში
განაგრძობს.
დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.
internet.ge