რამდენიმე
წუთის წინ ლოპოტას ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის 15-მდე თანამშრომელი
და 2 სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა.
კრიმინალური
პოლიციის თანამშრომლებმა მდინარე ლოპოტას ხიდზე ის ადამიანები შეცვალეს, რომლებიც
მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ. ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის უცნობია
თუ რა მიზნით შევიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ლოპოტას ხეობაში.
ჟურნალისტები
ასევე არ ფლობენ ინფორმაციას სამედიცინო დახმარების ბრიგადები იქ მორიგეობენ, თუ
დაჭრილების გამოსაყვანად შევიდნენ, ვინაიდან სასწრაფო დახმარების მანქანები უკან
არ გამობრუნებულან.
ამ დროისთვის
სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა, თელავის რაიონის ამ სოფლის ყველა შესასვლელს კრიმანლური
პოლიცია აკონტროლებს.
internet.ge