რამდენიმე წუთის წინ ლოპოტას ხეობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო
ახალაიამ დატოვა.
ახალაია ლოპოტას ხეობაში, კრიზისის მართვის ცენტრის რამდენიმე
თანამშრომელთან ერთად გუშინ შევიდა.
ასევე, რამდენიმე წუთის წინ ლოპოტას ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე
კრიმინალური პოლიციის 15-მდე თანამშრომელი და 2 სასწრაფო დახმარების ბრიგადა
შევიდა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მდინარე ლოპოტას ხიდზე ის
ადამიანები შეცვალეს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ. ადგილზე
მყოფი ჟურნალისტებისთვის უცნობია თუ რა მიზნით შევიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა
ლოპოტას ხეობაში.
ამ დროისთვის კი, სოფელ
ლაფანყურში სიმშვიდეა, თელავის რაიონის ამ სოფლის ყველა შესასვლელს კრიმინალური
პოლიცია აკონტროლებს.
internet.ge