საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ლაფანყურში მივიდა. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან
დახსნილი ერთ-ერთი პირის სახლში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი დანარჩენ ოთხის გატაცებულსაც
მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონში, სოფელ ლაფანყურში 5 ახალგაზრდა
გაიტაცეს. მათ გასათავისუფლებლად კი ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია
ჩატარდა.
internet.ge