ლოპოტას ხეობას სამხედრო ავტომობილები და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები ტოვებენ (VIDEO)
00:30 31.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ინტერნეტ-ტელევიზია "ITV" ვიდეო მასალას ავრცელებს, როგორ გადაადგილდებიან სამხედრო მანქანები ლოპოტას ხეობაში.
კოლონა ლოპოტას ხეობიდან 21:00 საათისათვის გადაადგილდებოდა, მაღალი
გამავლობის სამხედრო ავტომობილებით, სპეცოპერაციის ადგილიდან
სპეცრაზმელები გამოყავდათ. კოლონა სოფელ ლაფანყურისაკენ ორ რიგად
გამოემართა.
სამხედრო ავტომობილებთან ერთად, ტერიტორია სასწრაფო სამედიცინო
დახმარების მანქანებმაც დატოვეს. კოლონა ლოპოტას ხეობიდან სოფელ
კურდღელაურის გავლით გამოვიდა.
არ არის გამორიცხული კოლონების
გამოსვლა, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს, რომლის
თანახმადაც სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია.
ამ დროისათვის სოფელსა და ხეობაში სრული სიმშვიდეა. არ შეინიშნება
საპატრულო ავტომობილების გადაადგილება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|