საქართველოს მოსაზღვრე დაღესტნის ცუნტინის რაიონში, სოფელ შაიტლში, სადაც ძალოვნებსა და ბოევიკებს შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცვბელებმა ორი ბლინდაჟი გაანადგურეს, რომლებიც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ეკუთვნოდათ – იუწყება რუსული მედია.
ბლინდაჟებში ნაპოვნია ყუმბარები და ტყვიები, ტანსაცმელი, მათ შორის, ქალის სამოსი, სამხედრო კამუფლაჟი, მედიკამენტები, საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები.
ორივე ნაგებობა ააფეთქეს.
შეგახსენებთ, სოფელ შაიტლთან გუშინ მომხდარი შეტაკების შედეგად ერთი სამხედრო პირი დაიღუპა. საქართველოს მოსაზღვრე ცუნტინის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური რაიონია და იქ გასული წლის ბოლოდან კონტრტერორისტული რეჟიმი მოქმედებს.
internet.ge