ინტერპოლის დირექტორი, რობ უეინრაიტი აცხადებს,
რომ ევროპას რადიკალი ისლამისტების მხრიდან ტერორისტული თავდასხმების საფრთხე
ემუქრება. მისი თქმით, ეს შეტევები დეცანტრალიზებული ხასიათისაა და ამდენად, მათზე დაკვირვების წარმოება რთულია.
„ჩვენს წინაშეა ახალი ტიპის ჯიჰადური საფრთხე და ის ძლიერდება. ის მეტად
დეცენტრალიზებულია და გვიჭირს თვალის დევნება“ - განაცხადა ინტერპოლის შეფმა,
რომელიც მიიჩნევს, რომ იმისათვს, რომ თავდასხმებს წინ აღუდგნენ, საჭირო იქნება
უფრო „დახვეწილი ზომების“ მიღება ინტერნეტის გასაკონტროლებლად, სადაზვერვო
ინფორმაციის მოსაგროვებლად და ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით.
უეინრაიტი თვლის, რომ შეიარაღებული
თავდასხმა საფრანგეთში, რომელიც ტულზელმა ტერორისტმა მოჰამედ მერამ განახორციელა,
„ალ-ქაედას“ გავლენით დაიგეგმა და განხორციელდა.
Internet.ge