ავღანეთის პროვინცია ყანდაღარის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ რადიკალური მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლებმა 12 წლის ბიჭუნას თავი მოაჭრეს.
პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ბავშვი ჯერ მოიტაცეს, როცა ის მამის დავალებით ბაზარში მიდიოდა. მოგვიანებით კი თავმოჭრილი სხეული ბაზრის სიახლოვეს იქნა ნაპოვნი.
ოფიციალური ვერსიით სასტიკი მკვლელობის მიზეზი გახდა ის, რომ ბავშვის უფროსი ძმა ადგილობრივ პოლიციაში მსახურობს და თალიბების წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობს, რის გამოც მის უმცროს ძმაზე შური იძიეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თალიბებმა თავები მოჰკვეთეს ჰელმენდში, ფოლკლორული მუსიკისა კონცერტის მონაწილე 17 ადამიანს.
ადგილობრივი ხელისფლების ცნობით, თალიბები მუსიკოსებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო გაუსწორდნენ. პოლიცია კი თვლის, რომ თალიბები ამ ადამიანებს კონცერტში ქალებთან ერთად მონაწილეობის გამო გაუსწორდნენ, რასაც თალიბები დაუშვებლად თვლიან.
Internet.ge