გვინეის სანაპიროზე გემის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მათი ცოცხლად პოვნის იემდი უკვე აღარვის აქვს.
ჯერჯერობით, მხოლოდ 8 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
მაშველებმა განაცხადეს, რომ გემის არცერთ მგზავრს სპეციალური ჟილეტი არ ეცვა.
გემი გუშინ გადაბრუნდა, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის, კონაკრის პორტიდან გავიდა. ის კუნძულ კასაზე მიემართებოდა, რომელიც რამდენიმე კილომეტრშია.
პოლიციის მონაცემებით, გემი გადავსებული იყო და განსაზღვრული 20 ადამიანის ნაცვლად მასზე 58 მგზავრი იმყოფებოდა.
Internet.ge