ოთხი უცნობი ნიღბიანი დღეს გაზეთ `პლოშად სვობოდის~ მთავარი რედაქტორის მაგომედ ხანმაგომედოვის გატაცებას შეეცადა.
ბოროტმოქმედები ჟურნალისტს უნომრო ავტომანქანით ელოდებოდნენ. როგორც კი ხანმაგომედოვი სახლიდან გავიდა, მას დაედევნენ, ზურგში ჩაარტყეს და მანქანაში ჩასმა დაუპირეს, თუმცა ქუჩაში მყოფი გამვლელების გამო ჩანაფიქრი ბოლომდე ვეღარ მიიყვანეს და მიიმალნენ.
ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ საგაზეთო პუბლიკაციების გამო დევნიან.
მასზე თავდასხმა ადრეც, ორჯერ განხორციელდა, ორივე შემთხვევაში ხმაურიანი პუბლიკაციების შემდეგ.
გაზეთი `პლოშად სვობოდი~ დაღესტანში მიმდინარე წლის ივლისიდან გამოიცემა. მეორე ნომერი გუშინ გამოვიდა.
Internet.ge